Bloomberg-ის ცნობით, პირველად, მსოფლიოს ათივე უმდიდრესი ადამიანი აშშ-ის მოქალაქეა. აღინიშნება, რომ ათეულში თავისი ადგილი დაკარგა ფრანგმა ფუფუნების ინდუსტრიის მაგნატმა, Louis Vuitton Moët Hennessy-ის (LVMH) დამფუძნებელმა ბერნარ არნომ, რომლის ქონებაც ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის ქონებას ჩამორჩა.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, სიის სათავეში ილონ მასკია 918.8 მილიარდი დოლარის წმინდა ქონებით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სიაში შემავალ სხვა სახელებს. 2012 წელს მილიარდერების ინდექსის დაარსების შემდეგ, პირველად, ათივე პირველი ადგილი ამერიკელებმა დაიკავეს.

ტოპ ათეულში ასევე შევიდნენ ლარი პეიჯი (286 მილიარდი დოლარი), ჯეფ ბეზოსი (274 მილიარდი დოლარი), სერგეი ბრინი (266 მილიარდი დოლარი), მაიკლ დელი (245 მილიარდი დოლარი), მარკ ცუკერბერგი (229 მილიარდი დოლარი), ლარი ელისონი (208 მილიარდი დოლარი), ჯენსენ ჰუანგი (181 მილიარდი დოლარი), სტივ ბალმერი (172 მილიარდი დოლარი) და უორენ ბაფეტი (144 მილიარდი დოლარი).

Bloomberg–ი აღნიშნავს, რომ არნოს ქონების კლება განსაკუთრებით შესამჩნევია წლის დასაწყისიდან: ამ პერიოდში ის 65 მილიარდი დოლარით დაეცა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის.

ვრცლად www.unian.net