კარგი იქნებოდა, საქართველოს მთავრობა სერიოზულად მოკიდებოდა ანაკლიის პორტს, რაც საქართველოს ევროპასა და ევრაზიას შორის პორტალად აქცევდა, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის განვითარებას კრემლის გავლენით ბლოკავს.
„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა, კრემლის გავლენით ბლოკავს ამ პორტის განვითარებას საქართველოს ახალგაზრდების საზიანოდ“, - წერს ბენ ჰოჯესი.