დღეს ჩვენ წარვადგენთ სანქციების მე-20 პაკეტს. სანქციები სერიოზულად აზიანებს რუსეთის ეკონომიკას და თითოეული სანქცია ამცირებს ომის წარმოების უნარს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
კაია კალასის თქმით, მოსკოვი არ არის უძლეველი, ბრძოლის ველზე მისი არმია ფერხდება, ხოლო ქვეყნის შიგნით ეკონომიკა იშლება.
„მეტმა ზეწოლამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდამ შესაძლოა, შეამოკლოს ეს ომი“, – აღნიშნა კალასმა.
კაია კალასმა სანქციების ახალი პაკეტის რამდენიმე მთავარი მიმართულება დაასახელა: ენერგეტიკული და ფინანსური სექტორები, ასევე სამხედრო წარმოება.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სანქციებს დაექვემდებარებიან ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულებებზე და რუსული პროპაგანდის გავრცელებაზე.