დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგზე გამოსვლა მან წუთიერი დუმილით დაიწყო.
აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სამაშველო სამსახურები დაღუპულთა სხეულების პოვნით არიან დაკავებულნი.
„სამუშაო ახლა გადავიდა აღდგენის მისიაზე. სამწუხაროდ, ვერავინ გადარჩა. მასიური სამძებრო-სამაშველო მისია მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში, გამოყენებული იყო ჩვენს ხელთ არსებული ყველა აქტივი. ადგილობრივმა, სახელმწიფო და ფედერალურმა სამხედროებმა, მათ შორის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვამ ფენომენალური სამუშაო გასწიეს. ეს იყო ბნელი და ამაღელვებელი ღამე ჩვენი დედაქალაქის და ჩვენი ერის ისტორიაში. საშინელი მასშტაბის ტრაგედიაა, ჩვენ ვწუხვართ ყოველი ძვირფასი სულისთვის, რომელიც ასე მოულოდნელად წაგვართვეს" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი შეეჯახნენ. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა.