საიდუმლო დოკუმენტების შესახებ გამოძიების ფარგლებში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალდებები ოფიციალურად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტრამპის ადვოკატის თქმით, ტრამპს ბრალდებები ჯაშუშობის აქტის ფარგლებში ემუქრება, ასევე მართლმსაჯულების აღსრულების ხელის შეშლისთვის, დოკუმენტაციის განადგურების ან გაყალბების, შეთქმულების და ყალბი განცხადებებისთვის.

სპეციალური პროკურორი იმ საიდუმლო დოკუმენტაციას იძიებს, რომლებიც ფლორიდაში მარ-ა-ლაგოს ექსპრეზიდენტის სახლში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მან თეთრი სახლი 2021 წელს დატოვა. გაირკვა, რომ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებს მარ-ა-ლაგოს სახლის სამეჯლისო დარბაზში, აბაზანაში, საძინებელ ოთახში, საოფისე სივრცესა და საწყობში ინახავდა.