საფრანგეთის მთავრობა გეგმავს მოქალაქეებს დაურიგოს სპეციალური სახელმძღვანელო, კრიტიკულ სიტუაციაში ქცევის შესახებ.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ეს იქნება 20-გვერდიანი პატარა ბროშურა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თუ როგორ უნდა მოიქცეს მშვიდობიანი მოქალაქე შეიარაღებული კონფლიქტისა თუ სხვა კრიზისის შემთხვევაში, მაგ: სტიქიურ უბედურებების, ან სულაც ეპიდემიისას.

მსგავსი სახელმძღვანელოები – ნორვეგიასა და შვედეთში ოჯახებს 2018 წელს დაურიგდათ. საფრანგეთის მთავრობის ინიციატივით შემუშავებული სახელმძღვანელო დაყოფილი იქნება სამ ნაწილად:

„თავდაცვა“ – ეს ნაწილი მიზნად ისახავს სამოქალაქო სოლიდარობის გაღრმავებას და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას. ამ ნაწილში ასევე ჩამოთვლილია თავის გადარჩენისთვის აუცილებელი პირველადი საჭიროების ნივთები, რომლებიც ყველა მოქალაქეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს, კრიზისული ვითარების დროს. პირველადი საჭიროების ნაკრებში აუცილებლად უნდა შედიოდეს მინიმუმ ექვსი ლიტრი წყალი, საკვები პროდუქტები, ბატარეები, ფანარი.

„რა უნდა გააკეთოთ განგაშის შემთხვევაში“ – სახელმძღვანელოს ამ ნაწილში დეტალურად არის აღწერილი მოქმედებებს, რომლებიც მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში. ამ თავში ჩამოთვლილია გადაუდებელი დახმარების ნომრები, რადიო სიხშირეები, ასევე რჩევები, როგორ უნდა მოიქცნენ ბირთვული ავარიის შემთხვევაში.

„იყავით ჩართული“ – ეს გახლავთ სახელმძღვანელოს ბოლო თავი, სადაც წერია, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ სარეზერვო ან სამხედრო ძალებში.

„ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს მოსახლეობის მდგრადობის უზრუნველყოფას ყველა სახის კრიზისის წინაშე, იქნება ეს ბუნებრივი, ტექნოლოგიური, კიბერ თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

პროექტი ჯერ არ არის დასრულებული, თუმცა საფრანგეთის მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს და პრემიერ-მინისტრი მალე დაამტკიცებს. ავტორები სახელმძღვანელო სათაურის ორი ვარიანტი აქვთ: – „ფრანგული გამძლეობა“ ან „ყველაფრის მიმართ გამძლე“.

კრიტიკოსების აზრით, სახელმძღვანელოს პროექტი საზოგადოებაში შიშის დათესვასა ემსახურება. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საფრანგეთს პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე ევროპის ყველა ქვეყანას ეხებოდა და კონტინენტს თავდაცვის გაძლიერებას მოუწოდებდა.

საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს განცხადებით, ეს სახელმძღვანელო არის ეროვნული გამძლეობის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი.

წყარო: "ევრონიუს ჯორჯია"