საფრანგეთის ხელისუფლებამ მოკლე შიდა ფრენები ოფიციალურად აკრძალა - საუბარია იმ მანძილზე ფრენებზე, რომელთა დაფარვა მატარებლით ორსაათნახევარზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. ამის შესახებ France24-ი წერს.

ეს ნაბიჯი ნიშნავს პირდაპირი ფრენების დახურვას პარიზსა და რეგიონულ საჰაერო ცენტრებს შორის, როგორიცაა ნანტი, ლიონი და ბორდო. ცვლილებები არ იმოქმედებს სატრანზიტო ფრენებზე.

მოკლე შიდა ფრენების აკრძალვა საფრანგეთის კლიმატის კანონმდებლობაში ჯერ კიდევ 2021 წელს შევიდა. ზოგიერთი ავიაკომპანია ამის გასაჩივრებას ევროკომისიაში ცდილობს.

კანონში ნათქვამია, რომ მატარებლის მარშრუტების სიხშირე, რომლებმაც ფრენები ჩაანაცვლა, უნდა გაიზარდოს, რათა დააკმაყოფილონ მგზავრთა მოძრაობა და რეაგირება მოახდინონ მის ზრდაზე.

ამავე დროს, კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს არის სიმბოლური აკრძალვა, რომელიც მინიმალურ გავლენას მოახდენს CO₂ გამონაბოლქვზე.