საფრანგეთი მზად არის, გახდეს ერთ-ერთი გარანტორი უკრაინის უსაფრთხოებისთვის.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საფრანგეთი პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას იმაზე, თუ როგორ შეიძლება, მხარი დაუჭირონ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით.
„საფრანგეთი მზად არის შეათანხმოს უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხი, რომელიც დაეხმარება მას, დაიცვას თავი გრძელვადიან პერსპექტივაში და აღკვეთოს შესაძლო მომავალი აგრესია, როგორც ამის შესახებ დაადასტურეს ჩვენმა ლიდერებმა 36-ე ფრანკო-ბრიტანულისამიტის ერთობლივ დეკლარაციაში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.