1918 წლის 26 მაისს, საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიისგან და მას შემდეგ იბრძვის თავისუფლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დღეს საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებში“, - აცხადებს ელჩი.
შეგახსენებთ, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა.