ათენში საცხოვრებელის დაქირავება ტურისტს გაზრდილი ფასით მოუწევს. საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოკლევადიან გაქირავებაზე დღიური გადასახადი 1,5 ევროდან 8 ევრომდე იზრდება. გაზრდილი ტარიფი აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს. ზამთრის თვეებში კი გადასახადი 0,5 ევროდან 2 ევრომდე გაიზრდება.
ამავდროულად, საბერძნეთის მთავრობა ათენის სამ ცენტრალურ უბანში მოკლევადიანი გაქირავებისთვის ახალი ლიცენზიების გაცემას აკრძალავს. აკრძალვა ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა და ერთი წლისგანმავლობაში იმოქმედებს. საბერძნეთის ტურიზმის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ აკრძალვა გაგრძელდეს.
მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზად, საბერძნეთის მთავრობაში ადგილობრივი მოსახლეობისსაჭიროებების დაცვას ასახელებენ. ამბობენ, რომ ცდილობენ დაიჭირონ ბალანსი მომგებიან ტურისტულინდუსტრიასა და ადგილობრივების ინტერესებს შორის. საქმე იმაშია, რომ ათენში მაცხოვრებლები მოკლევადიანი გაქირავების გამო საცხოვრებლის დეფიციტს განიცდიან.
საბერძნეთში ელოდებიან, რომ ტურიზმიდან შემოსავალი წელს 22 მილიარდ ევროს მიაღწევს, რაცრეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს ქვეყანამ 20,6 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო.