ირლანდიურმა ავიაკომპანიამ Ryanair-მა ფისკალური წლისთვის რეკორდული 1,43 მილიარდი ევროს (1,57 მილიარდი დოლარი) მოგება გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „ფრთხილი ოპტიმიზმით ელის მოგების ზომიერ განმავლობაში“ შემოსავლის ზრდას მომავალი 12 თვის განმავლობაში, რაც გამოწვეულია ზაფხულში საჰაერო მოგზაურობებზე მოთხოვნის ზრდით. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

აღნიშნულია, რომ Ryanair-ის წმინდა მოგებამ 31 მარტისთვის, წინა წლის 240 მილიონი ევროს ზარალთან შედარებით, 1,31 მილიარდი ევრო შეადგინა.

წლის დასაწყისიდან Ryanair-ის კაპიტალიზაცია 28%-ით გაიზარდა და 17,81 მილიარდი ევრო შეადგინა.

გარდა ამისა, უმსხვილესი ევროპული ავიაკომპანია წელს ტრაფიკის 10%-იან ზრდას ელის.

31 მარტს დასრულებული წლის განმავლობაში, Ryanair-მა რეკორდული 168,6 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც პანდემიამდელ რეკორდს 149 მილიონით გადააჭარბა. ავიაკომპანიამ დაადასტურა რომ, მიმდინარე ფისკალურ წელს, მგზავრების რაოდენობას 185 მილიონამდე გაზრდას იმედოვნებს, ხოლო თვითმფრინავის დატვირთვის ფაქტორი 93% იყო ერთი წლის წინანდელი 82%-თან შედარებით.

„ეჭვგარეშეა, რომ COVID-ის ორი წლით დაპატიმრებული ადამიანები სამოგზაუროდ ბრუნდებიან. ისინი მოგზაურობას ხედავენ არა როგორც ფუფუნებას, არამედ აუცილებლობად და ოჯახები ამ ზაფხულს ევროპის პლაჟებზე ბრუნდებიან“, - განაცხადა Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო'ლირიმ Reuters-თან.