დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair–ი ლიეტუვისა და ლატვიის აეროპორტებიდან რამდენიმე რეისს შეწყვეტს.
გადამზიდავი გეგმავს რიგადან ვენაში, პარიზში, გდანსკში, ბარსელონაში, ჟირონასა და გეტებორგში ექვსი რეისის გაუქმებას, ასევე ვილნიუსიდან სტოკჰოლმში, კაუნასიდან ბელფასტში და პალანგადან დუბლინში რეისების გაუქმებას.
ავიაკომპანია აცხადებს, რომ ლატვიაში მაღალი საავიაციო გადასახადები და მოსაკრებლები Ryanair-ს აიძულებს, თავისი სიმძლავრეები სხვა ბაზრებზე გადაამისამართოს.
მიმართულებების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, Ryanair-ის ლიეტუვიდან რეისების საერთო რაოდენობა გაიზრდება. ლიეტუვის აეროპორტების ორგანოს ცნობით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვილნიუსიდან დამატებით რეისებს განახორციელებს ათენის, ბერლინის, ბარსელონას, ფრანკფურტის, მილანის, რომის, ტრევიზოს, მალტის, ლონდონისა და ოსლოს მიმართულებით.
კაუნასიდან ფრენების სიხშირე გაიზრდება ბარის, ბურგასის, კიოლნის, კოპენჰაგენის, ედინბურგის, როდოსის, რიმინის, ალიკანტეს, მალაგას, მალიორკას, ლივერპულის, ლონდონისა და ზადარის მიმართულებით. ასევე გაიზრდება ფრენები პალანგადან ლონდონის მიმართულებით.