რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და რუსი პროპაგანდისტი ევგენი პოპოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნა ითავოს.
ევგენი პოპოვმა განაცხადა, რომ მზადაა სახელმწიფო სათათბიროს საბჭოს წარუდგინოს საკითხი რუსეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის შესახებ.
ევგენი პოპოვის თქმით, „მეგობრობის ჯგუფზე“ ახლა საუბარი არ არის, მაგრამ ორი ქვეყნის პარლამენტარებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენაში.