ნოვოსიბირსკის კომპანია OOO PKV (რომელიც აწარმოებს იაფფასიან ლიმონათებს, მათ შორის ამერიკული სასმელების ანალოგებს), რუსეთში მაღაზიათა ქსელებისთვის „კოკა-კოლის” ბრენდის სასმელების შეთავაზება დაიწყო, რომლებიც, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ სამაჩაბლოში, ანუ ე.წ. სამხრეთ ოსეთში იწარმოება. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, PCV-ს მიერ წარმოებული პროდუქტები სრულიად ლეგალურია. გარდა ამისა, პრეზენტაციის მიხედვით, რომელიც გაიგზავნა საცალო ქსელებში, მომავალი სასმელის ეტიკეტი თითქმის ორიგინალის იდენტურია.

რუსეთში Coca-სა და Coca-Cola-ს ბრენდების საავტორო უფლებების მფლობელი ამერიკული The Coca-Cola Company-ია. კომპანია ინარჩუნებს ამ სავაჭრო ნიშნის ექსკლუზიურ მფლობელობას 2032 წლამდე.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Coca-Cola Company-ს კუთვნილი სასაქონლო ნიშნების გამოყენება სავარაუდოდ დარღვევაა და დიდი საცალო ქსელები ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაინტერესდნენ წინადადებით მაღალი ფინანსური და რეპუტაციის რისკების გამო.

ცნობისთვის, Coca-Cola Company-მ 2022 წელს შეაჩერა ოპერირება რუსეთში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, მაგრამ ირანიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან მიწოდების გამო.