მილიარდერ ილონ მასკის სოციალურმა ქსელმა X-მა (ადრე ცნობილი იყო როგორც Twitter), ინვესტორებისგან თითქმის 1 მილიარდი დოლარი შეაგროვა ახალი აქციების გაყიდვით, რომლის ფარგლებშიც კომპანიის ღირებულება 32 მილიარდ დოლარად შეფასდა, იუწყება Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.
მასკმა სოციალური ქსელი 2022 წელს 44 მილიარდ დოლარად იყიდა, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნასესხები სახსრებით გადაიხადა.
როგორც წყაროები ამბობენ თავად მასკმაც მიიღო მონაწილეობა საინვესტიციო ფირმა Darsana Capital Partners-თან ერთად. X გეგმავს მოზიდული თანხების ნაწილის გამოყენებას ვალების დასაფარად.
X-ისა და Darsana-ს წარმომადგენლებმა არ უპასუხეს კომენტარის თხოვნას.