ბელგია კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება უკრაინის ინტერესებისთვის 200 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაში. ამის შესახებ Euractiv ევროკომისიაში თანამოსაუბრეზე დაყრდნობით წერს.
„რიგი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგობები და დათქმები იგივე რჩება“, - თქვა მან.
გასულ კვირას კიევში ვიზიტის დროს, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ განმარტა, რომ ქვეყანას არ აქვს ფუნდამენტური წინააღმდეგობა გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა ერიდება იურიდიულ და ფინანსურ რისკებთან მარტო დარჩენას.
უკრაინისთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ფული სასწრაფოდ არის საჭირო.
23 აგვისტოს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დეფიციტი ამჟამად 27 მილიარდ დოლარს შეადგენს და მომავალი წლის პირველ კვარტალში არმიის იარაღით უზრუნველსაყოფად უკვე 8-10 მილიარდი დოლარია საჭირო.