საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერევანში ჩავიდა, სადაც 20 მარტს, 21:00 საათზე ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის პირველ მატჩს გამართავს სომხეთის ნაკრებთან. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პიველი არხი შემოგთავაზებთ.

ქართველი ფეხბურთელები დღეს, 18:00 საათზე მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებენ, მანამდე კი, 17:30 საათზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 23 მარტს თბილისში გაიმართება – „დინამო არენაზე“ შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია არადიპუ“, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი);

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელ-ი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („სალერნიტანა“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე („ჩერნომორეცი“, უკრაინა);

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა“, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ლევან შენგელია („ოფი კრეტა“, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), გიორგი ზარია („ქაირათი“, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).

1tv.ge