აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი პარტნიორები აპირებენ მიიღონ მინიმუმ 390 მილიონი დოლარი World Liberty Financial (WLFI) კრიპტოპროექტის გაყიდვიდან, წერს Decrypt.

ორშაბათს, WLF-მა გამოაცხადა ტოკენის გაყიდვების მეორე რაუნდის დასრულება.

კომპანიის განცხადების მიხედვით, მთლიანობაში, პროექტმა მოიზიდა 550 მილიონი აშშ დოლარი WLFI-ის გაყიდვების ორი რაუნდიდან. 

მიუხედავად იმისა, რომ თავად ტრამპი ტექნიკურად World Liberty-ის პრომოუტერია და არა პროექტის აქტიური მონაწილე, პრეზიდენტს მაინც ეკუთვნის პროექტის მიღებული შემოსავლიდან დიდი წილი, წერს გამოცემა.

World Liberty-ის დოკუმენტის მიხედვით, ტრამპმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა უნდა მიიღონ პროექტის წმინდა შემოსავლების 75%, საოპერაციო ხარჯების გამოკლების შემდეგ.