KFC-ის რუსული აქტივების მყიდველმა კომპანია Смарт Сервис-მა ქსელის რესტორნების 2/3-ის Rostic's-ად გადააკეთა. ამის შესახებ Смарт Сервис-ის თანამფლობელმა კონსტანტინე კოტოვმა განაცხადა. მისი თქმით, KFC-ის 1100 რესტორნიდან დაახლოებით 700-ს Rostic's-ად გადაკეთდება.
კომპანია Rostic's-ის ბრენდზე ყველა რესტორნის გადაცემას ნახევარ წელიწადში გეგმავს. კოტოვმა აღნიშნა, რომ თუ ფრენჩაიზიდან ვინმეს არ სურს Rostic-ის ბრენდზე გადასვლა, ის მუშაობის გაგრძელებას KFC-ში შეძლებს, მაგრამ ძველი ბრენდის ქვეშ ახალი რესტორნების გახსნას ვერ შეძლებს.
მისივე თქმით, ხუთი წლის განმავლობაში კომპანია დაახლოებით 1000 ახალი რესტორნის გახსნას გეგმავს.