რუსეთმა უკრაინაში 198 260 ჯარისკაცი დაკარგა. აქედან 590 ბოლო ერთ დღეში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, განადგურდა 3 751 ტანკი, 7 307 ჯავშანმანქანა, 3 095 საარტილერიო სისტემა, 561 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 314 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 308 თვითმფრინავი, 294 ვერტმფრენი, 2 665 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 970 ფრთოსანი რაკეტა, 18 გემი, 6 011 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 402 ერთეული სპეცტექნიკა.