პრეზიდენტ პუტინის არაპროვოცირებულმა აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი უსაფრთხოების გარემო გრძელვადიან პერსპექტივაში შეცვალა, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

"რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპაში, ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სისასტიკეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.