ევროკავშირში ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს.
გამოცემის ცნობით, სანქციების მიზეზი არის მტკიცებულებები, როლებიც ადასტურებს, რომ ჩინეთმა რუსეთს მიაწოდა იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში.

როგორც ანონიმური წყაროები გაზეთთან საუბრისას აღნიშნავენ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა წევრ ქვეყნებს უკვე მიაწოდა მტკიცებულებები ამის შესახებ. თუ რა სახის მტკიცებულებები აქვს ევროკავშირს, ეს უცნობია, თუმცა ჯერ კიდევ სექტემბერში დასავლური მედია აქტიურად წერდა რუსეთის მიერ ჩინური იარაღის მიღების შესახებ.

გერმანული გაზეთს მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია, გააფართოოს სანქციების სია ჩინურ კომპანიებთან ბიზნესის კეთების აკრძალვის, ასევე აქტივების ფლობისა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვის მიზნით. მეორე წყარო კი ამბობს, რომ ევროკავშირის რეაგირება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა რეაქცია ექნება ჩინეთს მისთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე.

წყარო: 1tv.ge