რუსეთის ვერცხლის უმსხვილესი მწარმოებლისა და ოქროს ერთ-ერთი უმსხვილესი მომპოვებელ Полиметалл-ის მთავარი ტოპ მენეჯერები თანამდებობიდან გადადგნენ, ამის შესახებ moscowtimes-ი წერს.

გამოცემა წერს, რომ თანამდებობა დატოვეს სანქციების ქვეშ მოყოლილი Полиметалл-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვიტალი ნესისმა და ფინანსურმა დირექტორმა მაქსიმ ნაზიმოკმა.

ისინი თავიანთ პოზიციებს Polymetal International plc-ში შეინარჩუნებენ და კონცენტრირებული იქნებიან საოპერაციო საქმიანობაზე ყაზახეთში, სადაც კომპანიას თავისი წარმოების მესამედი აქვს.

Полиметалл-ის პრესსამსახურის ცნობით, ისინი ასტანაში კომპანიის „გადაადგილებაზე“ იწყებენ მუშაობას. Полиметалл-ის უმსხვილესი აქციონერი შვეიცარიაში მცხოვრები მილიარდერი ალექსანდრე ნესისია. ის კუნძულ ჯერსიზეა რეგისტრირებულია. ყაზახეთში ხელახალი რეგისტრაცია კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ განაახლონ დივიდენდების გადახდა ყველა აქციონერისთვის, რომელთაგან ზოგიერთი ევროკავშირის სანქციების გამო ამ დივიდენდებს ვერ იღებს.

გამოცემა იმასაც წერს, რომ 2024 წელს Полиметалл-მა შესაძლოა ბიზნესი რუსულ და ყაზახურ ნაწილებად დაყოს. კომპანიის ყაზახეთში გადასვლა ხელს შეუწყობს კომპანიის აქციონერთა აქტივების აღდგენას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თითქმის 7-ჯერ შემცირდა.