ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში 90-ზე მეტ კომპანიას შეეხება, - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთას. ამიტომ მე-11 პაკეტში ჩავრთეთ 90-ზე მეტი კომპანია მთელს მსოფლიოში, გვაქვს მკაფიო მტკიცებულებები, რომ ისინი სანქციებს არღვევენ, ანუ ევროკავშირიდან პირდაპირ აწვდიან რუსეთს სანქცირებულ საქონელს მესამე ქვეყნების გავლით", - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.