რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, მოსკოვში შენობებზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას უკრაინის მხრიდან განხორციელებულ ტერაქტს უწოდებს.
„დღეს დილით კიევის რეჟიმმა მოსკოვის არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა განახორციელა.
თავდასხმაში რვა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა. მტრის ყველა დრონი ჩამოგდებულია.
სამმა მათგანმა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად კონტროლი დაკარგა და გადაუხვია სამიზნეებს.
კიდევ ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებული იქნა მოსკოვის რეგიონში Панцирь-С ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემით,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.