უკრაინის შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პლაჟებს ბანაობისთვის პირველად ხსნის, ოფიციალური პირების განცხადებით საჰაერო განგაშის დროს ზღვაში ბანაობა აკრძალული იქნება. ოდესა რუსეთის რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების სამიზნე გახდა, რუსეთის მიერ დანაღმულია მიმდებარე ზღვაც.
„ჩვენ ჯარების ოპერატიული სტრატეგიული ჯგუფის, "ოდესის" მეთაურთან ერთად ხელი მოვაწერეთ ერთობლივ ბრძანებას ხალხის ზღვაზე გასვლის შესახებ,“ - წერს ტელეგრამში ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი.
ოდესის ხელისუფლების თანახმად, გახსნილი პლაჟების სია დროთა განმავლობაში შეივსება.
მითითებულ პლაჟებზე ხალხის ყოფნა 8:00-დან 20:00-მდე პერიოდში. პერიოდშია ნებადართული, პლაჟები დაცული უნდა იყოს სპეციალური ბადეებით, რომელიც დამსვენებლებს ასაფეთქებელი მოწყობილოსბისგან დაიცავს.