იანვარ-აპრილში რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები 52%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა სამინისტრო იტყობინება.
მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავალმა შეადგინა 2,3 ტრილიონი რუბლი, ხოლო არა ნავთობისა და გაზის შემოსავლებმა - 5,5 ტრილიონი რუბლი.
ზოგადად, იანვრიდან აპრილამდე პერიოდში რუსეთის ბიუჯეტმა 7,8 ტრილიონი რუბლი მიიღო, რაც 22%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამავდროულად, რუსეთის ხარჯებმა იანვარ-აპრილში 11,2 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც 26%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირება ურალის ნავთობის ფასების და გაზის ექსპორტის შემცირებას მიაწერა.