რუსეთის პოლიციას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის  ბრძანებით „ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ღირებულებების შენარჩუნება და დაცვა“ დაევალება.

ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ პრეზიდენტის განკარგულების პროექტშია ნათქვამი.

შემოთავაზებულია განყოფილების ამოცანების დებულებას დაემატოს შემდეგი ტექსტი: „საქმიანობების განხორციელება, რომელიც მიმართულია რუსული ტრადიციული სულიერი და მორალური ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცებისკენ“.

როგორ ჩაერთვება პოლიცია „ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში“, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი.