რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

„რუსეთი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას აგრძელებს. დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, კიევის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდიტი“ განადგურდა. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.