"არ დაგავიწყდეთ, რომ მე ვარ ის, ვინც რუსული მილსადენი Nord Stream 2 გააჩერა, მე შევაჩერე. ბაიდენი დაბრუნდა და დაამტკიცა," - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისი მტკიცებით, რუსეთის მიმართ ტრამპზე ხისტი არავინ ყოფილა, არავინ და მათ ეს იციან.

"მე დავადე სანქციები რუსეთს, მე მივეცი ჯაველინები რუსეთის წინააღმდეგ. ძალიან ხისტი ვიყავი, მაგრამ პუტინის კარგად მესმოდა. [...] ამას, პირველ რიგში, პუტინი იტყოდა - ტრამპზე ხისტი არავინ ყოფილა და ბაიდენი არ ყოფილა. ბაიდენმა არაფერი გააკეთა, ის სუსტი, პათეტიკური კაცი იყო.

[...] რუსეთის მიმართ ტრამპზე ხისტი არავინ ყოფილა, არავინ და მათ ეს იციან. უბრალოდ შეხედეთ, რაც ახლა ჩამოვთვალე. მილსადენი - მე გავაჩერე. ყველაზე დიდი საქმე, რაც მათ გააკეთეს, მილსადენი იყო: Nord Stream 2. არავინ იცოდა ამის შესახებ, სანამ მე არ მოვიდოდი - ბედნიერად აშენებდნენ, მიწოდებას აპირებდნენ გერმანიისთვის და ევროპაში ყველასთვის - და რა გავაკეთე? მე შევაჩერე. ყველაზე დიდი ეკონომიკური საქმიანობა, რაც ოდესმე ჰქონიათ, მე გავაჩერე. ბაიდენი დაბრუნდა, მეორე დღესვე დაამტკიცა," - თქვა დონალდ ტრამპმა.