რუსეთის ფინანსთა სამინისტროს წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა 2,81 ტრილიონი რუბლი ($28,7 მლრდ) შეადგინა.

წინასწარი შეფასებით, ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების მოცულობამ 2023 წლის იანვარ-ივლისში 14,525 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც 2022 წლის იმავე პერიოდის შემოსავლების მოცულობაზე 7,9%-ით ნაკლებია. 

რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა ამ პერიოდში 17,341 ტრილიონ რუბლს შეადგენდა რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით მეტია. ამრიგად, ბიუჯეტის დეფიციტმა 2,81 ტრილიონ რუბლს მიაღწია.