რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტი იანვარ-მაისში 3,411 ტრლნ რუბლის დეფიციტით შესრულდა. გასული თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა: იანვარ-აპრილში სამინისტრომ დეფიციტი 3,424 ტრლნ რუბლით შეაფასა.
სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ წელიწადში დაახლოებით 2,9 ტრლნ რუბლის დეფიციტია დაგეგმილი.
ხუთი თვის ბიუჯეტის შემოსავლებმა 9,818 ტრლნ რუბლი შეადგინა, რაც 19%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის შემოსავლებთან შედარებით. იანვარ-აპრილის შემოსავალი ფინანსთა სამინისტრომ 7,782 ტრლნ რუბლით შეაფასა.
ნავთობისა და გაზის შემოსავლები ყოველწლიურად 9%-ით - 6,965 ტრლნ რუბლამდე (იანვარ-აპრილში დაფიქსირდა 5%-იანი ზრდა) გაიზარდა.
ნავთობისა და გაზის შემოსავლები იანვარ-მაისში 50%-ით - 2,853 ტრლნ რუბლამდე (ერთი თვით ადრე კლება 52%-ით იყო - 2,282 ტრილიონ რუბლამდე) შემცირდა.
იანვარ-მაისში ხარჯებმა 13,229 ტრლნ რუბლი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 27%-ით აღემატება.
ბიუჯეტის კანონის თანახმად, 2023 წელს ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლები დაგეგმილია 26 ტრლნ 130,3 მლრდ რუბლის ოდენობით, ხარჯები - 29 ტრლნ 55,6 მლრდ რუბლი, დეფიციტი - 2 ტრლნ 925,3 მლრდ რუბლი.