რუსეთის ახალი თაობის ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ატარონ 10 ან მეტი ბირთვული ქობინი, უახლოეს პერიოდში განლაგდება საბრძოლო მოქმედებებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
„აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ბირთვული ტრიადის შემუშავება, რომელიც რუსეთის სამხედრო უსაფრთხოებისა და გლობალური სტაბილურობის მთავარი გარანტიაა“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარების ნახევარი უკვე აღჭურვილია უახლესი იარაღის სისტემებითა და თანამედროვე სარაკეტო სისტემებით, პირველი „სარმატის ბალისტიკური რაკეტები“ კი უახლოეს მომავალში განლაგდება.