რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადი 17 მაისიდან 4727,6 რუბლი იქნება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.

გადასახადის შემცირების ტემპი 10,4%-მდე დაჩქარდა ერთი კვირის წინანდელი 5,3%-დან. გადასახადი ზედიზედ მეექვსე კვირაა მცირდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ქერის გადასახადი ტონაზე 2,676,2 რუბლიდან 2,117,8 რუბლამდე შემცირდება, სიმინდზე - 2,523,9-დან 2,264,3-მდე

ახალი ტარიფები 23 მაისამდე იქნება ძალაში.