რუსეთი ყირიმის ხიდზე სარკინიგზო მიმოსვლას სრულად აღადგენს - ამის შესახებ ინფორმაციას The moscow times ავრცელებს. 

მოსკოვი ხიდზე თავდასხმაში ყოველთვის კიევს ადანაშაულებდა, ხიდი მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს  რუსეთთან აკავშირებს. თუმცა, კიევი თავდასხმაში რაიმე კავშირს უარყოფს.

ვიცე-პრემიერის მარატ ხუსნულინის თქმით, სწრაფმა რემონტმა, სარკინიგზო ლიანდაგების ვადაზე ადრე გახსნის საშუალება მისცა.

რუსეთის ხელისუფლებამ სრულად აღადგინა საგზაო მოძრაობა ხიდზე თებერვალში, განცხადება, რომელიც დაემთხვა მოსკოვის უკრაინაში შეჭრის ერთი წლის იუბილეს.

ხიდი, რომლის აშენება 3,7 მილიარდი დოლარი დაჯდა და 2018 წელს პირადად პუტინმა გახსნა და ის სასიცოცხლო მნიშვნელობის რგოლია უკრაინაში მებრძოლი რუსული ჯარების სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისთვის.