აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი, შესაძლოა, ფეხს ითრევს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე.
აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პუტინი ცდილობს, გაწელოს პროცესი, თუმცა, საბოლოო ჯამში, რუსები დაინტერესებულები არიან კონფლიქტის დასრულებით.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ორივე მხარე კვირაში საშუალოდ 2 500 ჯარისკაცს კარგავს.
„ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ ამას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ვნახე სურათები საბრძოლო ველიდან. მერჩივნა, საერთოდ არ მენახა. იქ მიმოფანტულია ხელები, ფეხები, თავები. იარაღი უკიდურესად მომაკვდინებელია. მე მიმაჩნია, რომ რუსეთს სურს ამის დასრულება და მე მიმაჩნია, რომ ზელენსკისაც სურს ამის დასრულება ამ ეტაპზე“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიც დაინტერესებულია კონფლიქტის შეწყვეტით. დონალდ ტრამპის შეფასებით, ორივე მხარე უნდა ისწრაფვოდეს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადამიანური მსხვერპლი.