რუსეთის პატრიარქის კირილის განცხადებით, რუსეთი და ბევრი აფრიკული ქვეყანა ერთსა და იმავე „მორალურ კოდექსს“ იზიარებენ და მზად არიან დაიცვან ისინი, ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა რუსეთ-აფრიკის სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მსოფლიო ძალიან არის შეცვლილი და მე ვსაუბრობ არა მარტო პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ საშიშ მორალურ გარემოზე, რომელიც ზოგჯერ ძალზე აგრესიულად დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მიერ იქმნება“, - განაცხადა რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა.