რუსეთი ბრილიანტის ემბარგოს გამო წელიწადში 4,5$ მლრდ-ს დაკარგავს, ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა როქსოლანა პიდლასამ განაცხადა.

დეპუტატმა განმარტა, რომ ბრილიანტის გაყიდვა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი არა ენერგეტიკული ექსპორტია. რუსეთი დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარს შოულობს ძვირფასი მინერალების ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გაყიდვით.

„გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა გამოაცხადეს სანქციები რუსული ბრილიანტების მიმართ, მაგრამ მსოფლიოს სჭირდება ეფექტური სისტემა ბრილიანტის გაყიდვების თვალყურის დევნისთვის“, - დასძინა პიდლასამ.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი შეიცავს შეზღუდვებს რიგი უცხოური კომპანიების მიმართ, რომლებიც ეხმარება მოსკოვს სანქციებისგან თავის არიდებაში.

„ამიტომ სანქციების მე-11 პაკეტში 90-ზე მეტი კომპანია გვყავს მთელს მსოფლიოში, რომელთათვისაც გვაქვს ნათელი მტკიცებულებები, რომ ისინი სანქციებს არღვევენ, ანუ ისინი აწვდიან სანქცირებულ საქონელს პირდაპირ რუსეთს ევროკავშირიდან, მესამე ქვეყნების გვერდის ავლით. ”, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.