უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩინეთს შეუძლია ვლადიმერ პუტინს დაურეკოს და ეს ომი ხვალვე დაასრულოს. ასევე, შეუძლია ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გაყიდვა შეწყვიტოს“, - განაცხადა უიტაკერმა.
ასევე, მისი თქმით, ჩინეთს შეუძლია რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა შეწყვიტოს.
„როგორც იცით, ამ ომს შესაძლებელს ჩინეთის მხარდაჭერა ხდის“, - აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.