ჩეხეთის სენატი პრეზიდენტ პეტრ პაველს ხელმოსაწერად წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც რუსებს ორმაგ მოქალაქეობას უკრძალავს.
თუ პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი მოაწერა, მაშინ რუსებს ჩეხეთის მოქალაქეობის მისაღებად რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევთ. ორივე ქვეყნის მოქალაქეობა შეუნარჩუნდებათ მათ, რომლებიც ჩეხეთის პასპორტს უკვე ფლობენ.
კანონპროექტის მიხედვით, ჩეხეთის მოქალაქეობის მისაღებად რუსების მხრიდან უკვე მიღებული განაცხადები გაიყინება. გამონაკლისი შეეხებათ მხოლოდ არასრულწლოვანებს, ასევე, რუსეთის ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ჩეხეთმა რუსების მიმართ მიგრაციული პოლიტიკა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაამკაცრა. პრაღამ რუსეთის მოქალაქეებს ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების გაცემა შეუჩერა.