უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 206 200-მდე ჯარისკაცი დაკარგეს, აქედან 480 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 799 ტანკს, 7 442 ჯავშანტექნიკას, 3 406 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 310 საბრძოლო თვითმფრინავს და 296 ვერტმფრენს, 6 172 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 941 უპილოტო საფრენ აპარატს, 449 ერთეულ სპეცტექნიკას და 1025 ფრთოსან რაკეტას.