2025 წლის ზაფხულში აფხაზეთის პოპულარობა რუს ტურისტებში იქნება დამოკიდებული ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების განვითარებაზე. ამის შესახებ TASS-ს განუცხადა რუსეთის საპრეზიდენტო აკადემიის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მენეჯმენტის კათედრის ლექტორმა, ალექსანდრ პრეობრაჟენსკიმ.
„ამჟამად ხალხი ამბობს, რომ კატეგორიულად არ სურთ რისკზე წასვლა, როცა სხვაგან წასვლის შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ აფხაზეთი მაინც მათთვის სასურველია, რადგან იქ თბილი ზღვაა, ტრადიციული დასასვენებელი ადგილი. როგორც კი პარადიგმა შეიცვლება, იქ პრეზიდენტს აირჩევენ, ყველაფერი დაწყნარდება, <…> მერე ხალხი წავა“, - განაცხადა ექსპერტმა.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ ტურისტები დასასვენებელი ადგილის არჩევისას პრაგმატულ მიდგომას ატარებენ.
„ისინი ფიქრობენ - ღირს წავიდეთ ქვეყანაში, რომელმაც ჩვენ მიმართ არამეგობრული ქმედებები გამოიჩინა, სადაც პრეზიდენტი ასე თუ ისე ჩამოაგდეს, სადაც რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ჯერ არ არის ნათელი? ბუნებრივია, ისინი აირჩევენ უფრო მშვიდ ადგილებს. საბედნიეროდ, ადგილები არსებობს. იგივე თურქეთი, ჩვენი შავი ზღვის სანაპირო, „ყირიმი“, - განმარტა პრეობრაჟენსკიმ.