ბუქარესტის კეროლ დავილას მედიცინისა და ფარმაკოლოგიის უნივერსიტეტში სამედიცინო მიმართულების სტუდენტები გაივლიან სპეციალურ კურსს, რომელიც ასწავლის მათ პაციენტებთან კომუნიკაციას. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

კურსის მიზანია ექიმებსა და პაციენტებს შორის ნდობის შექმნა. უნივერსიტეტი აღნიშნავს, რომ პაციენტთან კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიაგნოზში და ექიმებს უნდა შეეძლოთ კითხვების დასმა და ყურადღებით მოსმენა, რათა ადამიანებს შეეძლოთ ღიად ისაუბრონ თავიანთ კეთილდღეობაზე და მკურნალობის გამოცდილებაზე.

სტუდენტები დაეუფლებიან აქტიური მოსმენისა და თანაგრძნობის უნარს და ისწავლიან კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციას.