რომში, პანთეონის უკან ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნა, იუწყება Dezeen: ის ნეპტუნის უძველესი ტაძრისა და ბაზილიკის ნანგრევებს შორის მდებარეობს.
ისტორიული ქვისა და კონსტრუქციის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, რომაული სტუდია STARTT-ის არქიტექტორებმა თავი შეიკავეს ნანგრევებში ჩარევისგან: ამის ნაცვლად, მათ ააშენეს თანამედროვე ფოლადისა და ქვის კონსტრუქციები - ე.წ. „მიკროარქიტექტურული ობიექტები“.