„დინამო თბილისი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ კაკაშვილმა დატოვა, კლუბი ახლა მთავარ მწვრთნელს 24 აპრილს წარადგენს – ინფორმაციას „დინამოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

GEO TEAM-ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, თემურ ქეცბაიასა და „დინამო თბილისს“ შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის ასისტენტები სოსო ჭედია და გელა ინალიშვილი იქნებიან.

„დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია 24 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება, სადაც ოფიციალურად მოხდება გუნდის ახალი სამწვრთნელო შტაბის წარდგენა.

თემურ ქეცბაია საქართველოში ბოლოს 2014 წელს ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა. შემდეგ კი უცხოეთში წავიდა და კვიპროსულ და ბერძნულ კლუბებს, ასევე კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.

1tv.ge