ევროსტატის უახლესი მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ევროკავშირის ეკონომიკამ ზრდის პოზიტიური დინამიკა აჩვენა. კერძოდ, მთლიანი შიდა პროდუქტი, 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროზონაში 1.3%-ით, ხოლო ევროკავშირში 1.4%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მესამე კვარტალთან მიმართებით, ზრდა ორივე ზონაში 0.3%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, ეკონომიკური აქტივობის მატება დიდწილად განპირობებულია შიდა მოხმარების ზრდითა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით.

ევროკავშირის მიერ დაფიქსირებული პოზიტიური შედეგის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ წამყვან სახელმწიფოებში, მათ შორის გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიასა თუ საფრანგეთში ეკონომიკური ზრდის ტემპი იმდენად დაბალია, რომ ის ფაქტობრივ სტაგნაციად შეიძლება ჩაითვალოს.

bm.ge