ცნობილი ლოგოების უმეტესობა ინოვაციური გონების, დიდი ოცნებებისა და გონებამახვილობის შედეგია. რა განაპირობებს ლოგოს წარმატებულობას?
გავლენიანი ლოგოს შესაქმნელად, ბევრი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაა საჭირო, მაგრამ არსებობს რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი:
მუდმივი ცნობადობა
ბრენდის გამოკვეთილი მესიჯი და რწმენათა სისტემა
საკმარისი უნიკალურობა, სხვებისგან გამოსარჩევად
ნდობა და საიმედოობა ბრენდსა და მომხმარებლებს შორის
ნებისმიერ ზომაში წაკითხვადობა
მუდმივი და პროფესიონალური დიზაინი
Apple
საინტერესოა იმის ხილვა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბრენდი ვიზუალურად ხილის ფორმით არის წარმოდგენილი.
დღემდე, ინტერნეტში არსებობს უამრავი თეორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა კომპანიის პოპულარული ლოგო მოკბეჩილი ვაშლის შესახებ. მისი ლოგოები წლების განმავლობაში განიცდიდა ცვლილებებს, თუმცა ნაწილობრივ შეჭმული ვაშლი ყოველ ჯერზე უცვლელი იყო.
სტივ ჯობსმა თავის კომპანიას Apple დაარქვა, რადგან თვლიდა, რომ ეს იყო ძლიერი სიტყვა და ის ხილის დიეტაზე იყო, როცა ლოგოს შექმნაზე ფიქრობდა. ვაშლის ნაწილობრივად შეჭმულის იერი კი იმიტომ შეირჩა, რომ მომხმარებლებს ის ალუბალში არ არეოდათ.
McDonald’s
მაკდონალდსის ლოგო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია სხვადასხვა მიზეზის გამო. მას მყისიერად იცნობთ, რადგან ის წარმოადგენს არა მხოლოდ სწრაფი კვების ქსელს. ლოგო გადაიქცა კულტურულ ხატად, რომელიც გლობალურ ექსპანსიასთან, კაპიტალიზმთან და ამერიკული კულტურის გავრცელებასთან ასოცირდება .
ლოგოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფაქტორია ოქროსფერი თაღები, რომლებიც წააგავს M-ს. როდესაც მაკდონალდსის პირველი ფრენჩაიზირებული რესტორანი აშენდა 1952 წელს, თაღები დაწესებულების ექსტერიერის დიზაინის ნაწილი იყო.
ყვითელი და წითელი ფერები კომპანიამ ლოგოში მიზანმიმართულად გამოიყენა. წითელი ენერგიასთან და სტიმულაციასთან, ხოლო ყვითელი ბედნიერებასთან ასოცირდება. თაღების ყვითელმა ფერმა ასევე განაპირობა მისი გასაოცარი ხილვადობა, რაც საშუალებას აძლევდა ადამიანებს ადვილად დაენახათ მაკდონალდსის ლოგო რეკლამებით გადატვირთულ გზაზე.
Coca-Cola
Coca-Cola-ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლოგო აქვს და ის, სავარაუდოდ, ყველაზე საკულტო ლოგოა მსოფლიოში. ბრენდის დიზაინმა რამდენიმე მოდიფიკაცია განიცადა, სანამ დღევანდელ სახეს არ მიაღწევდა. მისი ტიპოგრაფია და მახასიათებელი ორმაგი C უცვლელი დარჩა 1887 წლიდან.
ჯონ პემბერტონი პასუხისმგებელი იყო ბრენდსა და მისი პირველი ლოგოს შექმნაზე. მან შექმნა კოკა-კოლას პირველი ფორმულა კოლას თხილის, შაქრის, კოკაინის ექსტრაქტებისა და გაზიანი წყლის გამოყენებით.
პროდუქტი უნდა გაყიდულიყო როგორც ტვინის მატონიზირებელი საშუალება, რომელიც განწყობას და ტემპერამენტს დაარეგულირებდა. წლების შემდეგ, კოლას თხილი და კოკაინის ექსტრაქტი ლიმონმჟავითა და სხვადასხვა ხილის არომატით შეიცვალა. თუმცა, პემბერტონის გაგრძელდა წლების განმავლობაში გაგრძელდა, რადგან კოკა-კოლამ განწყობის გამაძლიერებლის ძირითადი მახასიათებელი შეინარჩუნა.
ბრენდს სახელი Coca-Cola მისმა ბუღალტერმა, ფრენკ რობინსონმა დაარქვა, შექმნა ლოგოს ტიპოგრაფია და შესთავაზა, რომ ლოგოზე გამოესახათ ორი C, რადგან ის კარგად რეკლამდებოდა.
ბრენდის ძირითად ფერად წითელი შეირჩა, რადგან ბოთლებს წითლად შეღებვა სჭირდებოდა, რათა ტრანზიტის დროს ალკოჰოლისგან მათი განსხვავება ადვილი ყოფილიყო. მოგვიანებით, Coca-Cola-ს ფერი გაუმჯობესდება სამი სხვადასხვა ფერის წითლის კომბინაციით.
მთლიანობაში, Coca-Cola-ს ლოგო მუდმივად წარმატებული იყო ცვლილებების ფონზე. კომპანიამ გააცნობიერა, რისი შეცვლა ღირდა და რისი შენარჩუნება იყო საკმარისად მნიშვნელოვანი, რაც პატივს სცემდა მის ისტორიას და ტრადიციებს.
Nike
Nike-ის დამფუძნებელს ფილ ნაიტს სურდა ლოგო, რომელიც შთააგონებდა მოძრაობას და მიზანდასახულობას. ის დაუკავშირდა თავის ერთ-ერთ სტუდენტს, კაროლინ დევიდსონს, რათა კომპანიის ლოგოს შემუშავებაში დახმარებოდა. დევიდსონმა შექმნა დიზაინის რამდენიმე ნიმუში და მალევე, ნაიტმა აირჩია ლოგო, რომელიც ბერძენი ქალღმერთის ნიკეს ფრთების სახითაა წარმოდგენილი.
ქალღმერთის ფრთებს მოჰყვა Nike-ის ცნობილი ლოგოს swoosh სიმბოლო. ნიკე არის გამარჯვების ბერძენი ქალღმერთი, რაც კომპანიის რწმენათა სისტემას შეესაბამება.
1983 წლისთვის Nike-მა თავისი ლოგოთი მიიღო წარმატებული სპორტული ტანსაცმლის ბრენდის წოდება, რომელსაც დიდ პატივს სცემდა ფართო მოსახლეობა.
Facebook ყველაზე დიდი სოციალური მედიის პლატფორმაა მსოფლიოში. ის ახლა Meta-ს შვილობილი კომპანიაა. ძნელი დასაჯერებელია, რომ სოციალური მედიის გიგა პლატფორმის ისტორია ჰარვარდის მოკრძალებული საერთო საცხოვრებლის ოთახიდან დაიწყო.
მიუხედავად დრამისა და წინააღმდეგობებისა, რომელიც კომპანიას შეექმნა, ის მტკიცედ რჩება თავის რწმენაში. მას ასევე აქვს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლოგო, რომელსაც ყოველდღიურად ხედავს მისი თითქმის 3 მილიარდი მომხმარებლის ბაზა.
ფეისბუკის ლოგო მხოლოდ ბრენდის სახელის მარტივი წარწერაა პატარა ასოებით. რატომ პატარა? ეს სტილი აღნიშნავს Facebook-ის მსუბუქ ბუნებას, რადგან ის, ბოლოს და ბოლოს, ჩვეულებრივი სოციალური მედიის პლატფორმაა ადამიანებთან დასაკავშირებლად.
მაგრამ ფერთა სქემას უფრო მეტად პირადული მიზეზი აქვს. მარკ ცუკერბერგი წითელ და მწვანე ფერებს ვერ ხედავს. ფერი, რომელსაც ის ყველაზე კარგად არჩევს არის ლურჯი. აქედან გამომდინარე, Facebook-ის ლოგოს ფერებია ლურჯი და თეთრი.