ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განაცხადებით, ნატო უკრაინას უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიას სთავაზობს.

ამის შესახებ კაია კალასმა AFP-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი კითხვაა, რატომ უნდა მივცეთ რუსეთს ის, რაც სურს, გარდა იმისა, რაც უკვე გააკეთეს – უკრაინაზე თავდასხმა, ტერიტორიის ანექსია, ტერიტორიის ოკუპაცია და ახლა, ამ ყველაფერთან ერთად, კიდევ რაღაცის შეთავაზება? დაფიქრდით, აქ, ამერიკაში, 11 სექტემბრის შემდეგ თქვენ დასხდებოდით ბინ ლადენთან და ეტყოდით: „კარგი, კიდევ რას ისურვებდი?“ იმას ვგულისხმობ, რომ ეს წარმოუდგენელია“, – განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, ნატო-ს ქვეყნებს არასოდეს შეუტევიათ რუსეთისთვის, რომელსაც „დემოკრატიის ეშინია“.

„რატომ ვართ ნატო-ში? ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთის გვეშინია. ერთადერთი, რაც ნამდვილად მუშაობს, უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატო-ს ქოლგაა“, – განაცხადა კაია კალასმა.

კაია კალასმა აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ ნებისმიერ გარიგებაში „ევროპელები უნდა იყვნენ ბორტზე“.

ვაშინგტონში ვიზიტის დროს AFP-თან ინტერვიუში კაია კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპელები ვერ შეძლებენ, დაეხმარონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, თუ დონალდ ტრამპი მათ მოლაპარაკებაში არ ჩართავს.

1tv.ge