აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანთან მოლაპარაკებებით უმკაყოფილოა, - ამის შესახებ მან ირანში სპეცოპერაციის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მაშინ ტრამპმა თქვა, ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა, მალევე გახდა ცნობილი, რომ ისრაელისა და აშშ-მა ირანს დაარტყეს.

"ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ჩვენ ნამდვილად არ ვართ კმაყოფილი იმით, ისინი მოლაპარაკებებს როგორც აწარმოებენ. არ შეიძლება, მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ამ საკითხს დღეს კიდევ განვიხილავთ. მე მათთან შეთანხმება მინდა [...]

კარგი იქნება, თუ შედეგს სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე მივაღწევთ, მაგრამ ზოგჯერ სამხედრო ძალის გამოყენება გიწევს. ძალის გამოყენება არ მსურს, მაგრამ ხანდახან გიწევს [...] ირანში რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება არა". - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს ირანში თავდასხმის განხორციელებამდე.

როგორც ტრამპმა ირანში სპეცოპერაციის დაწყებამდე თქვა, ირანი კვლავ არ ამბობს უარს ბირთვულ იარაღზე, როგორც ამას აშშ ითხოვს.

"ჩვენ არ გვინდა, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და ისინი ამ ოქროს სიტყვებს არ ამბობენ". - განაცხადა ტრამპმა.

26 თებერვალს აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. გამოცემა Wall Street Journal წერს, რომ აშშ-ს წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე ხამენეის რეჟიმს "მკაცრი მოთხოვნები' წაუყენეს.

აშშ-ს მაღალჩინოსნების თქმით, არსებული მოლოდინით, ჟენევაში მოლაპარაკებებზე ამერიკულ მხარეს ირანისთვის უნდა მოეთხოვა, რომ სამივე ბირთვული ობიექტი - ფორდო, ნათანზი და ისპაანი - უნდა დაიშალოს და რეჟიმის ხელთ დარჩენილი ყოველგვარი გამდიდრებული ურანი აშშ-ს უნდა გადაეცეს.

ამასთან, წყაროების მიხედვით, აშშ-ს დელეგაციის კიდევ ერთ მოთხოვნას უნდა წარმოადგენდეს, რომ ნებისმიერი ბირთვული შეთანხმება სამუდამო უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეს ვადა. ცნობისთვის, ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღწეული 2015 წლის ბირთვული შეთანხმება (JCPOA), რომელსაც რესპუბლიკელები ზედმეტად სუსტ დოკუმენტად თვლიდნენ და რომელი შეთანხმებიდანაც ტრამპმა აშშ პირველი ვადის დროს გამოიყვანა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ირანზე შეზღუდვების მოხსნას გულისხმობდა. 

tabula.ge