ვეგანები მიირთმევენ უფრო მეტად ულტრა დამუშავებულ საკვებს ვიდრე სხვა ნებისმიერი დიეტის დროს, საინტერესოა რამდენად საზიანოა ეს ჯანმრთელობისა და გარემოსთვს?

ვეგანიზმს აქვს პოტენციალი, იმისა, რომ ხელი შეუწყოს ჯანსაღ კვებას, რადგან ვეგანი ადამიანები უარს ამბობენ ხორცზე, მაგრამ ულტრა-დამუშავებული საკვების (UPFs) ზრდამ შეიძლება მისი დადებითი ეფექტი შეაფერხოს.

მცენარეული საკვების პროდუქტების წარმოება 2013-2018 წლებში დიდ ბრიტანეთში სამჯერ გაიზარდა, მოსახლეობის ნახევარმა კვების რაციონში ალტერნატიული რძე შეიტანა.

მცენარეული საკვები რაციონიდან ბევრ  მათგანი კლასიფიცირდება, როგორც UPF ( ულტრა დამუშავებული საკვები). მათი უმეტესობა ხშირად მდიდარია მარილით, შაქრით და გაჯერებულია ცხიმებით, ასევე შეიცავს საღებავებს კონსერვანტებს და დანამატებს.

საფრანგეთში UPF - ები  ტიპიურ ვეგანურ დიეტაში საერთო კალორიების 39,5 პროცენტს და უფრო მეტს შეადგენენ,ვიდრე ეს ვეგეტარიანელებისა და ხორცის მჭამელებშია.

როგორც გერმანიაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ ულტრა დამუშავების მცენარეული ალტერნატიული საკვების ზოგადი მოხმარება დაბალია, ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისა 39,1% მათ თვეში ერთხელ მაინც მიირთმევს.


„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვეგანურ და ვეგეტარიანულ დიეტებში უფრო მეტი დამუშავებული საკვებია, ვიდრე ეს გვეგონა“, - ამბობს დოქტორი ანჯე რისიუსი, რომელიც კვლევის თანაავტორი იყო გასულ წელს.

როგორ მოქმედებს ვეგანური UPF-ები ჩვენს ჯანმრთელობაზე?


დიდი ბრიტანეთის BBC-ის პანორამა შოუმ ცოტა ხნის წინ  ჯანმრთელობის იმ რისკებზე ისაუბრა, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს UPF-ებთან, მათ შორისაა კიბო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ინსულტი და სიმსუქნე.

მცენარეული ხორცის შემცვლელების სურათი გაციებით უფრო რთულია. ზოგიერთი მკვლევარი ხაზს უსვამს იმ ფაქტორს, რომ ამ პროდუქტებს აქვთ ნაკლები გაჯერებული ცხიმი. ისინი ასევე ეხმარებიან მომხმარებლებს მოერიდონ წითელ ხორცს, რომელიც ჯანმო-მ კანცეროგენად დაასახელა.

თუმცა ხორცის ყველა ალტერნატივა ერთნაირად არ არის შექმნილი.

2018 წელს, Action on Salt-მა აღმოაჩინა ნატრიუმის მაღალი შემცველობა ბევრ მცენარეულ შემცვლელში. მაგალითად, ფრაის სპეციალური ტრადიციული ბურგერი (იყიდება ბრიტანეთში), სამჯერ მეტ მარილს შეიცავდა, ვიდრე ჩიფსის შეკვრა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ  ზოგიერთმა დანამატმა შესაძლოა UPF-ები გააფუჭონ. გასულ წელს კარაგენანი - ემულგატორი, რომელიც წითელი ზღვის მცენარეებისგან  მიიღება, რომელიც Alpro-ს გრძელვადიან შოკოლადს აძლევს კრემისებრ მასას შესაძლოა დაკავშირებული იყო პოსტმენოპაუზის ძუძუს კიბოსთან.

მაგრამ მაშინაც კი, როდესაც პროდუქტები კეთილთვისებიანია, ისინი  ჩვენი დიეტის საერთო ხარისხს ამცირებენ, რაც ნაკლებ ადგილს ტოვებს მთლიანი საკვებისთვის.